გთავაზობთ, ქართველი ისტორიკოსის, რევაზ გაჩეჩილაძის ისტორიულ მიმოხილვას პირველი მსოფლიო ომის შესახებ. ასევე საუბარია საქართველოსთვის ამ ომის მნიშვნელობისა და ომის შედეგად დაწყებული ცვლილებების შესახებ. წაიკითხეთ, ძალიან საინტერესოდ წერს ისტორიკოსი.
http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=21236
„დიდი ომის“ პროზა ფრანგულ-გერმანულ ლიტერატურაში
ჩვენ შევეცდებით, წარმოვაჩინოთ პირველი მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი პროზაული ნაწარმოებების დამახასიათებელი შტრიხები და აქცენტები ომისა და მისი შემდგომი პერიოდის ფრანგულსა და გერმანულ ლიტერატურაში. ამ ორმა ქვეყანამ ომის დროს ნახა უდიდესი მსხვერპლი, მათ ტერიტორიებს ომის სიმძაფრემ ყველაზე ძლიერად დაამჩნია კვალი და შესაბამისად, ყველაზე დიდი რაოდენობით ლიტერატურული ნაწარმოებები ფრანგულ და გერმანულ ენებზე შეიქმნა.
dimanche 15 février 2015
mardi 10 février 2015
საუკუნის ბოლო ათწლეულების ლიტერატურა
მე-20 საუკუნის
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპულ ლიტერატურაში ომის თემა ისევ მძაფრად ფიგურირებს,
რისი საშუალებითაც მწერლები ომის შედეგად სულიერი ტრავმის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას
ახდენენ მაღალი ტექნოლოგიების საუკუნის ადამიანის სულიერ კრიზისთან. ეპოქათა ასიმილირება
ხდება არა მოვლენათა მსგავსებით, არამედ სხვადასხვა ეპოქის საზოგადოებაში შექმნილი
იდენტური მორალური პრობლემების წარმოჩენით, კერძოდ, იმით, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი
კვლავ გაუცხოებას განიცდის, რომ კვლავ შესაძლებელია, ადამიანებს სიღატაკესა და შიმშილში
აღმოხდეთ სული, რომ ქვეყანა “გარდაცვლილებს უფრო მეტ პატივს მიაგებს, ვიდრე ცოცხლებს”.(ჟან რუო „ღირსების
ველი“, პიერ ლემეტრი „იქ,ზევით შეხვედრამდე“,
კლოდ სიმონი „აკაცია“,კლერ დელანუა „ომი, ამერიკა“). ოჯახის წევრთა
მოგონებების, მემუარების, ისტორიული წყაროების შესწავლით თანამედროვე ავტორები ხელახლა
ქმნიან გამქრალ ეპოქასა და გაუჩინარებულ სამყაროს.
ომის შემდგომი ათწლეულების ლიტერატურა
ომის დასრულების შემდეგ დაღლილი მკითხველი რაღაც ახალს ითხოვს, სურრეალისტური და დადაისტური მიმდინარეობა თავისი სიმარტივითა და ავტომატური წერის მანერით მალე ავიწყდება ხალხს და მათ კვლავ ომის ნოსტალგია იპყრობს. არც ისეთი ადვილი ყოფილა ომის სისასტიკის დავიწყება, ის მეხსიერებას წლების შემდეგაც შემორჩა. „ომის გახსენების დრო“ - ასე უწოდებენ ლიტერატურის კრიტიკოსები ომის დამთავრებიდან ათწლეულების შემდეგ პერიოდს, როდესაც მწერლები კვლავ უხმობენ ომის თემატიკას (რემარკი „დასავლეთის ფრონტზე სიწყნარეა“, სელინი “მოგზაურობა ღამის დასალიერში“, ერნს იუნგერი „ ფოლადის ელვა“, ედლეფ კოპენი „დღის წესრიგი“, არნოლდ ცვაიგი “სერჟანტ გრიშას შემთხვევა და ჰეროიკული აღზრდა ვერდენის წინ”, როჟე მარტენ დიუ გარი „ტიბოს ოჯახი“ ).
ისინი საომარ სიუჟეტებს იყენებდნენ ადამიანის სულიერი პრობლემების წარმოსაჩენად. მათ ასახეს ომის შემდგომ იმედდდაკარგული, გაუცხოებული „დაკარგული თაობის“ ტრაგიზმი, რომელთაც საზოგადოებასთან ინტეგრაცია ვერ წარმოუდგინიათ მათ მიერ განცდილი, დამახინჯებული სულიერი მდგომარეობის გამო, რაც ომში მიღებულ ფიზიკურ ტრავმაზე მძიმე აღმოჩნდა. „მე აქ თავს ვეღარ ვგრძნობ სათანადოდ, ეს სამყარო ჩემთვის უცხოა.... აქ სხვა ქმნილებები არიან, რომელთაც არა თუ ვერ ვუგებ, არამედ მათი მშურს და მეზიზღებიან“
გთავაზობთ ამ პერიოდში შექმნილ ერიხ მარია რემარკის რომანზე "დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა" მიხედვით 1930 წელს გადაღებულ ფილმს (აშშ).
ომის პერიოდის ლიტერატურის დახასიათება
იმის გათვალისწინებით, რომ ომი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მწერალებმა იარაღთან ერთად კალამი გამოიყენეს აბსურდულ ომში საბრძოლველად. სწორედ ომის ქარცეცხლის დროს შეიქმნა ანრი ბარბიუსის „ცეცხლი“, როლან დორჟელესის „ხის ჯვრები“, ადრიენ ბერტრანის „მიწის ძახილი“, ჟორჟ დუამელის „წამებულთა ცხოვრება“, „ცივილიზაცია“... მათ გადალახეს მკაცრი ცენზურის დაბრკოლებები და მკითხველთა მოწონება დაიმსახურეს. თუმცა, ცენზურა ვერას გახდებოდა რეალობის ამსახველი მილიონობით წერილის წინაშე, რომელიც ყოველდღიურად იგზავნებოდა ფრონტის ხაზიდან; ჯარისკაცთა ჩანაწერები და პირადი დღიურები ომის მიმდინარეობის დოკუმენტურ წყაროდ შემორჩა. საკითხავ წიგნთაგან ყველაზე საუკეთესოდ იქცა მეომართა მიერ აღწერილი ფრონტის მდგომარეობა, მათ მიერ გადმოცემული საბრძოლო გამოცდილება, რომლებმაც ლიტერატურული ნაწარმოებების სახე მიიღო. ომში მონაწილე ქვეყნების ლიტერატურაში ისინი სხვადასხვა სახელით დამკვიდრდა: temoignage, récit de guerre, literature de guerre, journal de guerre (ჩვენებები, ომის მოთხრობა, ომის ლიტერატურა, ომის დღიური - ფრანგულ ენაში), Frontdichtung, Kriegsliteratur (ფრონტის ლიტერატურა, ომის ლიტერატურა - გერმანულ ენაში),War poetry (ომის პოეტიკა - ინგლისურ ენაში).
კულტურულ-ანთროპოლოგიური დიფერენციაციის მიუხედავად, ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ქმნილებებს აერთიანებს ომის საშინელებათა ფონზე მუდმივ საფრთხესა და გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც პირადი საკითხის გადაწყვეტა სიკვდილ-სიცოცხლის თემას უკავშრდება. სანგრებში ხანგრძლივი დროით მყოფი ჯარისკაცები ფიქრობენ ომის დასასრულზე, თუმცა, მომავლის პერსპექტივა არ ესახებათ; მათ გარშემო იხოცებიან მებრძოლები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება, სიკვდილი მათ თანამდევად იქცა, ჩვეულებრივ აღსაქმელ მოვლენად. ფრონტის ორივე მხარეს ერთნაირი ცხოვრება აქვთ მეომრებს - ყველანი აბსურდული ომის მსხვერპლნი არიან და მათთვის მტრის სურათსაც მსგავსი სახე აქვს, ისევე, როგორც საპირისპირო ბანაკებში დახოცილ ჯარისკაცებს. „ამ ქმნილებათა ვინაობის დადგენა შეუძლებელია ვერც ტანსაცმლით, ვერც ვარცხნილობითა და ვერც იარაღით......[....]ყველა ეს ადამიანი.......ერთმანეთს ისე ჰგავს, თითქოს ყველა მათგანი დედიშობილა იყოს.“
შედეგად, ტრადიციული რომანი თავისი მთლიანობით, ფართო პლანში მოვლენების ვიზუალიზაციით განიცდის რღვევას და ადგილს უთმობს განცდილის ფრაგმენტულ, დანაწევრებულ ხედვას. ლიტერატურის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 1914-18 წლის ომმა დასაბამი მისცა რომანის სრულიად ახალ ჟანრს - „ომის რომანს“, რაც იყო სინთეზი რომანის (ფორმა, ფიქცია), დღიურისა (თარიღები, კონკრეტული მომენტები) და მოთხრობის (თხრობის ლინეარული ხაზი).
აქედან გამომდინარე, პირველი მსოფლიო ომის დროს შექმნილი ლიტერატურა არ წარმოადგენს ჰეროიკული სულისკვეთებით გამსჭვალულ ეპოპეას, არმიის მეთაურთა მიერ მოპოვებული გამარჯვებების ასხვასა და მათ ტრიუმფალურ სვლას, მსგავსად წინა პერიოდების ეპიკური ნაწარმოებებისა. ეს არის ლიტერატურა, რომელიც სანგრებს არ გასცდენია და რიგით ჯარისკაცთა მონათხრობით შეიქმნა, იგი სტატიკური, მდორე, ინერტული მიმდინარეობით ხასიათდება და თვალწინ გვიხატავს ისეთ ნაცრისფერ-მიწისფერ გარემოს, რომელშიც მზის სხივი არასოდეს აღწევს, სადაც ყოველთვის ცუდი ამინდი და მუქი ფერებია.

ამ პერიოდში შექმნილი რომანების გმირები სხვადასხვა ეროვნების, ასკისა თუ პროფესიის ადამიანები არიან, რომელთაც ომის ელემენტთა ერთობლიობა (ტალახი, ჭუჭყი, გვამები, დახოცილი ცხოველები, საშინელი სუნი...) იდენტურს ხდის, მათი განცდები მსგავსია: შიში, გაუბედაობა, უძლურება, ტანჯვა, ტკივილი. თუმცა აქვე ჩანს ერთგულება, მეგობრობა, ერთმანეთის თანაგრძნობა. „ასაკის, წარმოშობის, კულტურის, სიტუაციისა და ყველაფრის მიუხედავად, იმ უფსკრულის მიუხედავად, რომელიც აქამდე ჩვენ გვაშორებდა, ფრონტის ხაზზე ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ. ...... ჩვენში დამალულია ერთი და იგივე წეს-ჩვეულება, პრიმიტიულ ყოფაში დაბრუნებულ ადამიანთა მსგავსი „გამარტივებული“ ხასიათი“
კულტურულ-ანთროპოლოგიური დიფერენციაციის მიუხედავად, ამ თემაზე შექმნილ ლიტერატურულ ქმნილებებს აერთიანებს ომის საშინელებათა ფონზე მუდმივ საფრთხესა და გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც პირადი საკითხის გადაწყვეტა სიკვდილ-სიცოცხლის თემას უკავშრდება. სანგრებში ხანგრძლივი დროით მყოფი ჯარისკაცები ფიქრობენ ომის დასასრულზე, თუმცა, მომავლის პერსპექტივა არ ესახებათ; მათ გარშემო იხოცებიან მებრძოლები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება, სიკვდილი მათ თანამდევად იქცა, ჩვეულებრივ აღსაქმელ მოვლენად. ფრონტის ორივე მხარეს ერთნაირი ცხოვრება აქვთ მეომრებს - ყველანი აბსურდული ომის მსხვერპლნი არიან და მათთვის მტრის სურათსაც მსგავსი სახე აქვს, ისევე, როგორც საპირისპირო ბანაკებში დახოცილ ჯარისკაცებს. „ამ ქმნილებათა ვინაობის დადგენა შეუძლებელია ვერც ტანსაცმლით, ვერც ვარცხნილობითა და ვერც იარაღით......[....]ყველა ეს ადამიანი.......ერთმანეთს ისე ჰგავს, თითქოს ყველა მათგანი დედიშობილა იყოს.“
"დიდი ომის რომანი"- რეალობა თუ ფიქცია?
პრობლემის აქტუალობის მიუხედავად, კრიტიკოსთა მოსაზრებით, 1914-18 წლების ამსახველი ლიტერატურა ნაკლებადაა შესწავლილი. ლიტერატურათმცოდნე ტომას შტაუდერის აზრით, ამას განაპირობებს, ერთი მხრივ, თემატიკა, რომელიც ხშირად ისტორიკოსების საკვლევ ობიექტად რჩებოდა, რომლებიც თავიანთი დარგის ჭრილში განიხილავდნენ ტექსტებს, ხოლო მათი ლიტერატურული ღირებულება მხედველობის მიღმა რჩებოდა. დღემდე არსებული რამოდენიმე კვლევა მხოლოდ ტრადიციული დესკრიფციული ლიტერატურის ისტორიის ხაზს მისდევს და მასში კომპარატივისტული თუ ინტერდისციპლინური ანალიზის მეთოდები გამოყენებული არ არის. მეორე მხრივ, პირველი მსოფლიო ომის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა მიმართ ინტერესის ნაკლებობა მათში ასახული რელობის ეჭვის ქვეშ დაყენებამ განაპირობა. ტრადიციული გაგებით, რომანი ავთენტურ ელემენტებთან ერთად ფიქციასაც მოიცავს, მასში მწერლის ფანტაზია უხვად ჩანს, რაოდენ ობიექტური რეალობის ამსახველიც არ უნდა იყოს იგი. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება შემორჩა პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ევროპულ ლიტერატურას - მიიჩნეოდა, რომ ომის ამსახველი ფაქტები მასში მხატვრულად არის გადმოცემული, რომ იგი შელამაზებულია და რეალობას ადეკვატურად არ ასახავს. ამ საკითხთან დაკავშირებული პოლემიკა დღესაც წარმოადგენს სალიტერატურო წრეების ინტერესის საგანს, რასაც ომის დასრულებისთანავე ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ამერიკელი კრიტიკოსი ჟან ნორტონ კრიუ 1929 წელს გამოცემულ ლიტერატურული კრიტიკის კრებულში „მოწმეები“ და ერთი წლის შემდეგ გამოსულ მეორე კრებულში „მოწმეთა შესახებ“(1930), ორიგინალურსა და სრულიად განსხვავებულ მსჯელობას გვთავაზობს. მას განხილული აქვს 252 ავტორის 304 ნაშრომი, რომელსაც მეორე კრებულში კიდევ 19 სათაური დაემატა. მისი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მრავალი ცნობილი ნაწარმოები საკუთარ ავტორთან ერთად, რომელთაც დიდი აღიარება ჰქონდა ომისდროინდელ ლიტერატურაში, მათ შორის ანრი ბარბიუსის „ცეცხლი“, როლან დორჟელესის „ხის ჯვრები“, ჟაკ პერიკარის შემოქმედება. ხოლო კრიტიკოსის „ფავორიტებად“ აღიარებულ იქნა ისეთი თხზულებები, რომლებიც ომის ამსახველ სურათებს ზედმიწევნით ნატურალისტური სიზუსტით აღწერდა. ამ ნაწარმოებთა ავტორები, უმეტესად, რიგითი მეომრები იყვნენ, რომელთაც საკუთარი თვალით დანახული და განცდილი ფურცელზე გადაიტანეს და მწერლობაზე არც უფიქრიათ.
კრიტიკოსის კლასიფიკაციის (მწერალთა 6 კატეგორია) დაბალსა და საშუალო საფეხურზე მდგომმა მწერლებმა მისი სიმპათია ვერ მოიპოვეს სწორედ ომის ამსახველი სცენების არასათანადო სიმძაფრითა და გეოგრაფიული სიზუსტის დაუცველობის მიზეზით. ნორტონ კრიუს ამ ნაშრომის ირგვლივ დაწყებული ვნებათა ღელვა ისეთივე ეფემერული აღმოჩნდა, როგორც მის მიერ საუკეთესოდ შერაცხული თხზულებები, ხოლო მათ, რომელსაც ავტორი არ სწყალობდა, გაუძლეს დროის ქარტეხილებს და მკითხველთა მოხიბვლა დღემდე შეუძლიათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს მუზები არ სდუმან
ომის ექო
ხელოვნების თითქმის ყველა დარგში აისახა, მათ შორის, მხატვრულ ლიტერატურაშიც. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ არაერთი ნაწარმოები
მიუძღვნა ამ თემას. ლიტერატურის კრიტიკოსი ანტუან კომპანიონი აღნიშნავს, რომ „არც
ერთ ისტორიულ მოვლენას, მეფობას, კონფლიქტს, რევოლუციას არ მიუცია დასაბამი იმდენი
ლიტერატურისათვის, როგორც პირველ მსოფლიო ომს“; ერთსაუკუნოვანი ინტერვალის
მიუხედავად, მწერალთა თითქმის ყველა
თაობამ თავისი შემოქმედებით დაადასტურა ამ ომის საკაცობრიო მნიშვნელობა და როლი,
ვინაიდან, იგი არ იყო ლოკალური მოვლენა, ის გასცდა ისტორიულ ჩარჩოებს.
„როცა ქვემეხები
ისვრიან, მუზები სდუმან“, გვახსენებს ლათინური ანდაზა. თუმცა, ამის საპირისპიროდ, პირველი
მსოფლიო ომის პერიოდის ლიტერატურა მრავალფეროვან სურათს იძლევა, როგორც ნაწარმოებთა
რაოდენობით, ასევე მათი სტილითა და ჟანრით. პროზა, პოეზია, პიესა, კომიქსი - ყველა
მათგანი შეიქმნა ომის შემდეგ და დღემდე ეს
თემა ამოუწურავია ლიტერატურის შემოქმედთათვის.
dimanche 8 février 2015
ნიკოლა ბოპრე პირველი მსოფლიო ომის შესახებ
ფრანგი ისტორიკოსის ძალიან საინტერესო ლექცია 1914-18 წლების ომის ლიტერატურის შესახებ. აუცილებლად მოისმინეთ, თუ გსურთ ლიტერატურის სივრცეში ჩაეფლოთ, დროის ხანგრძლივობას ვერც შეამჩნევთ, ისეთი საინტერესო ლექციაა.
LA LITTÉRATURE DE LA GUERRE 1914-1918
Enseignant-chercheur, membre du CHEC (Centre d'Histoire Espaces et Culture), spécialiste de la Grande Guerre, Nicolas Beaupré dessine le panorama littéraire autour de 1914-1918.
ნიკოლა ბოპრე შემდეგ საკითხებს შეეხება:
Comment s'est écrite la guerre ? Qui furent les auteurs, les personnages ? Comment fut transcrite la réalité de ce désastre ? Quelle mémoire nous est transmise à travers la Litérature ?
http://www.canal-u.tv/video/bcu/la_litterature_de_la_guerre_1914_1918.14951

Inscription à :
Articles (Atom)