ომის ექო
ხელოვნების თითქმის ყველა დარგში აისახა, მათ შორის, მხატვრულ ლიტერატურაშიც. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ არაერთი ნაწარმოები
მიუძღვნა ამ თემას. ლიტერატურის კრიტიკოსი ანტუან კომპანიონი აღნიშნავს, რომ „არც
ერთ ისტორიულ მოვლენას, მეფობას, კონფლიქტს, რევოლუციას არ მიუცია დასაბამი იმდენი
ლიტერატურისათვის, როგორც პირველ მსოფლიო ომს“; ერთსაუკუნოვანი ინტერვალის
მიუხედავად, მწერალთა თითქმის ყველა
თაობამ თავისი შემოქმედებით დაადასტურა ამ ომის საკაცობრიო მნიშვნელობა და როლი,
ვინაიდან, იგი არ იყო ლოკალური მოვლენა, ის გასცდა ისტორიულ ჩარჩოებს.
„როცა ქვემეხები
ისვრიან, მუზები სდუმან“, გვახსენებს ლათინური ანდაზა. თუმცა, ამის საპირისპიროდ, პირველი
მსოფლიო ომის პერიოდის ლიტერატურა მრავალფეროვან სურათს იძლევა, როგორც ნაწარმოებთა
რაოდენობით, ასევე მათი სტილითა და ჟანრით. პროზა, პოეზია, პიესა, კომიქსი - ყველა
მათგანი შეიქმნა ომის შემდეგ და დღემდე ეს
თემა ამოუწურავია ლიტერატურის შემოქმედთათვის.
Aucun commentaire:
Enregistrer un commentaire