mardi 10 février 2015

საუკუნის ბოლო ათწლეულების ლიტერატურა

მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპულ ლიტერატურაში ომის თემა ისევ მძაფრად ფიგურირებს, რისი საშუალებითაც მწერლები ომის შედეგად სულიერი ტრავმის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას ახდენენ მაღალი ტექნოლოგიების საუკუნის ადამიანის სულიერ კრიზისთან. ეპოქათა ასიმილირება ხდება არა მოვლენათა მსგავსებით, არამედ სხვადასხვა ეპოქის საზოგადოებაში შექმნილი იდენტური მორალური პრობლემების წარმოჩენით, კერძოდ, იმით, რომ ადამიანთა ერთი ნაწილი კვლავ გაუცხოებას განიცდის, რომ კვლავ შესაძლებელია, ადამიანებს სიღატაკესა და შიმშილში აღმოხდეთ სული, რომ ქვეყანა “გარდაცვლილებს უფრო მეტ პატივს მიაგებს, ვიდრე ცოცხლებს”.(ჟან რუო  „ღირსების ველი“, პიერ ლემეტრი  „იქ,ზევით შეხვედრამდე“, კლოდ სიმონი „აკაცია“,კლერ დელანუა „ომი, ამერიკა“). ოჯახის წევრთა მოგონებების, მემუარების, ისტორიული წყაროების შესწავლით თანამედროვე ავტორები ხელახლა ქმნიან გამქრალ ეპოქასა და გაუჩინარებულ სამყაროს.  



Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire