mardi 10 février 2015

ომის შემდგომი ათწლეულების ლიტერატურა

ომის დასრულების შემდეგ დაღლილი მკითხველი რაღაც ახალს ითხოვს, სურრეალისტური და დადაისტური მიმდინარეობა თავისი სიმარტივითა და ავტომატური წერის მანერით მალე ავიწყდება ხალხს და მათ კვლავ ომის ნოსტალგია იპყრობს. არც ისეთი ადვილი ყოფილა ომის სისასტიკის დავიწყება, ის მეხსიერებას წლების შემდეგაც შემორჩა. „ომის გახსენების დრო“ - ასე უწოდებენ ლიტერატურის კრიტიკოსები ომის დამთავრებიდან ათწლეულების შემდეგ პერიოდს, როდესაც მწერლები კვლავ უხმობენ ომის თემატიკას (რემარკი „დასავლეთის ფრონტზე სიწყნარეა“, სელინი “მოგზაურობა ღამის დასალიერში“, ერნს იუნგერი „ ფოლადის ელვა“, ედლეფ კოპენი „დღის წესრიგი“, არნოლდ ცვაიგი “სერჟანტ გრიშას შემთხვევა და ჰეროიკული აღზრდა ვერდენის წინ”, როჟე მარტენ დიუ გარი „ტიბოს ოჯახი“ ).


ისინი საომარ სიუჟეტებს იყენებდნენ ადამიანის სულიერი პრობლემების წარმოსაჩენად. მათ ასახეს ომის შემდგომ იმედდდაკარგული, გაუცხოებული „დაკარგული თაობის“ ტრაგიზმი, რომელთაც საზოგადოებასთან ინტეგრაცია ვერ წარმოუდგინიათ მათ მიერ განცდილი, დამახინჯებული სულიერი მდგომარეობის გამო, რაც ომში მიღებულ ფიზიკურ ტრავმაზე მძიმე აღმოჩნდა. „მე აქ თავს ვეღარ ვგრძნობ სათანადოდ, ეს სამყარო ჩემთვის უცხოა.... აქ სხვა ქმნილებები არიან, რომელთაც არა თუ ვერ ვუგებ, არამედ მათი მშურს და მეზიზღებიან“


გთავაზობთ ამ პერიოდში შექმნილ ერიხ მარია რემარკის რომანზე "დასავლეთის ფრონტზე სიმშვიდეა" მიხედვით 1930 წელს გადაღებულ ფილმს (აშშ).


Aucun commentaire:

Enregistrer un commentaire