dimanche 8 février 2015

ნიკოლა ბოპრე პირველი მსოფლიო ომის შესახებ

ფრანგი ისტორიკოსის ძალიან საინტერესო ლექცია 1914-18 წლების ომის ლიტერატურის შესახებ. აუცილებლად მოისმინეთ, თუ გსურთ ლიტერატურის სივრცეში ჩაეფლოთ, დროის ხანგრძლივობას ვერც შეამჩნევთ, ისეთი საინტერესო ლექციაა.



LA LITTÉRATURE DE LA GUERRE 1914-1918

Enseignant-chercheur, membre du CHEC (Centre d'Histoire Espaces et Culture), spécialiste de la Grande Guerre, Nicolas Beaupré dessine le panorama littéraire autour de 1914-1918.

ნიკოლა ბოპრე შემდეგ საკითხებს შეეხება:

Comment s'est écrite la guerre ? Qui furent les auteurs, les personnages ? Comment fut transcrite la réalité de ce désastre ? Quelle mémoire nous est transmise à travers la Litérature ?

http://www.canal-u.tv/video/bcu/la_litterature_de_la_guerre_1914_1918.14951

პირველი მსოფლიო ომის შედეგები

ხანგრძლივი სიმშვიდით დაღლილი სამყაროსთვის ისტორიის ბორბლის ლოგიკური დატრიალება იყო პირველი მსოფლიო ომი, რომლის დაწყება იმ პერიოდში გარდაუვალი აღმოჩნდა. ისტორიკოსთა შეფასებით, ამ ომის შედეგად დაიშალა ოთხი იმპერია და დასაბამი მიეცა მსოფლიოს ახალ ტერიტორიულ განაწილებას, განისაზღვრა ინდუსტრიული ეპოქის შემდგომი ევოლუცია, პოლიტიკური ეთიკის განახლებული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება.

მსოფლიო რუკა 1923 წელს

 კაცობრიობის ისტორიას მრავალი ომი ახსოვს 1914 წლამდე, რომლებიც სიმძაფრით, ხანგრძლივობით, მსხვერპლის დიდი რაოდენობითა და მასშტაბებით არა თუ გამოირჩეოდა, არამედ, აღემატებოდა ზემოხსენებულ მოვლენას, რომ არაფერი ვთქვათ მეორე მსოფლიო ომზე, რომელმაც ფაშიზმის სისასტიკის დემონსტრირებით ძალადობის გამანადგურებელი სახე წარმოაჩინა. თუმცა, მხოლოდ პირველ მსოფლიო ომს ეწოდა „დიდი ომი“, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ცივილიზაციის ისტორიაში.

გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს პირველი მსოფლიო ომის შესახებ. ვინაიდან ფილმი ფრანგულ ენაზეა,მოკლე ანტოტაციაც ამ ენაზე გახლავთ. მასში ასახულია ომის ყველა დეტალი დაწყებიდან დამთავრებამდე. იგი კარგი დამატებითი მასალაა ისტორიული ცოდნის გასაღრმავებლად.

https://www.youtube.com/watch?v=bx00FvX4IZI


Documentaire sur la 1ère guerre mondiale (1914 - 1918), appelé aussi la grande guerre. Ce film résume les origines et le déroulement de la guerre 14 18. Ce documentaire peut être un bon complément de cours d'Histoire. Il comporte des archives certaines images en couleur. Deux coups de feu retentissent à Sarajevo en 1914, tuant l'archiduc François Ferdinand et son épouse Sophie. L'assassin est un jeune étudiant serbe, Gavrilo Prinicp. Il était membre de la main noire, groupe qui souhaitait libérer la Serbie du joug de l'empire austro-hongrois. L'attentat de Sarajevo a déclenché la première guerre mondiale. Mais l'orage grondait depuis la révolution en France. On se base sur le principe qu'une même origine ethnique partageant la même langue, et les mêmes idéaux politiques ont droit à des pays indépendants. Le concept de l'auto détermination nationale est ignoré par toutes les forces dynastiques qui ont avec succès ce principe lors du congrès de Vienne de 1815. Les peuples qui ont demandé leur autonomie nationale deviennent des sujets des dynasties locales ou d'autres nations. Mais on ne freine pas les idéaux si facilement la Belgique devient indépendante de la Hollande en 1830, l'Italie obtient son unification en 1861, et l'Allemagne en 1871. Mais d'autres régions d'Europe, surtout dans les Balkans, le problème perdure dans le siècle suivant. Cette guerre fût le théâtre de massacres tel que les tranchées de Verdun.

პროლეგომენები ომის შესახებ

ფილოსოფოსთა შორის მუდმივად ჩნდებოდა კითხვა ომის მორალური არსის შესახებ. ამ თვალსაზრისით, ორი საპირისპირო მიმართულება გამოიყოფა ფილოსოფიის ისტორიაში. პირველ მათგანს ომი მიაჩნდა, როგორც ყველაზე საშინელი გადაწყვეტილება, დიდი ბოროტების მომტანი მოვლენა. „პაციფისტური“ იდეების მატარებელი თეორეტიკოსებისთვის ომი დაუშვებელია, მისი გამომწვევი შეიძლება გახდეს ადამიანის მანკიერი ბუნება და სამყაროს ბატონობისადმი დაუცხრომელი წყურვილი. ამ იდეების განმავითარებლებად პლატონი - კანტი და მათი მიმდევრები გვევლინებიან. მეორე, უფრო რადიკალური ფრთისთვის - ომი მისაღები, დადებითი შედეგების განმაპირობებელი ქმედებაა. არისტოტელე - ნიცშე - ჰეგელი და მათი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ომში გამოჩენილი სიმამაცე აკეთილშობილებს ადამიანს, რომ ომი აძლიერებს ერებს, გაჭიანურებული მშვიდობის დროს საზოგადოება დუნდება და საფუძველი ეყრება კორუფციასა და ყოველგვარ სხვა მანკიერებას.

ომის დისკურსის შესახებ

ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ომის თემა აქტუალობას არ კარგავს ერების ისტორიაში. ხანგრძლივი მშვიდობით უზრუნველყოფილ არაერთ თაობას მხოლოდ ომის საშინელებათა გადატანის შემდეგ აღუქვამს მშვიდი ცხოვრების ჭეშმარიტი ძალა, თუმცა, ისტორიის ევოლუციის მანძილზე ომების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა და უახლოესი აწმყოც სწორედ ამის დასტურია. პოლემოლოგიაში (მეცნიერება ომის შესახებ) ომის დისკურსის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს; პროლეგომენები (თეორიები ომის შესახებ), რომლებიც ანტიკური ხანიდან ომის გარშემო შეიქმნა, არაერთგვაროვან დამოკიდებულებას გამოხატავს მის მიმართ.